თბილისის მერია

ინტენსიური თოვის გამო, ავტობუსების ნაწილი ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის – სია

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა, ინტენსიური თოვის გამო, გარკვეულ მონაკვეთებზე შეფერხებებია და ავტობუსები ვერ ახერხებს ბოლო გაჩერებამდე მისვლას.

ამ დროისთვის, ბოლო გაჩერებამდე ვერ მიდის ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე: N107, N301, N316, N318, N324, N326, N329, N332, N347, N364, N368, N374, N380, N382, N390, N398.

თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს, ცენტრალურ ქუჩებში იმოძრაონ მხოლოდ ზამთრის საბურავებით აღჭურვილი ავტომანქანებით, ხოლო შემოერთებულ ტერიტორიებსა და პრობლემურ მონაკვეთებზე, მაღალი გამავლობის ავტომანქანების გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

"პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ
ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22". 
– ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.

კომენტარები