რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ჩიქობავა უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, თუმცა ის ქართული შეიარაღებული ძალების მოქმედი სამხედრო არ ყოფილა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩიქობავა 19 მარტის დილას ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.

18 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში ორი ქართველი ჯარისკაცი, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაავრცელა, რომელიც თავადაც უკრაინაში იბრძვის.

კომენტარები