რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოკერია: ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც უკრაინაში შიდა არეულობისთვის გზას ტოვებს, სახიფათოა

თუ ამოცანის დასახვაზეა ლაპარაკი, ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში კარგი შედეგი, რეალისტური არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიაზე იმისთვის, რომ პირდაპირ ომი არ დაიწყოს, სადაც პუტინი დარჩება, თუ მოახერხებს, იმაზე მე-5 მუხლი არ ვრცელდება, ანუ ომი არ იწყება, მაგრამ დანარჩენ ნაწილზე ვრცელდება. იმ მსხვერპლის ფონზე, რაც არის, რაც იქნება, მიმაჩნია არათანაზომადად. მე მიკერძოებული ვარ, არ ვიტყუები.  

მე იმ საფრთხეს არასოდეს არ გამოვრიცხავდი ბოლომდე, იმიტომ, რომ საქართველოს გამოცდილება მაქვს მოყოლილი - რა მონაცემიც გვქონდა მაშინ ზუსტად დოკუმენტურად ვერ ვიტყვი, 2008 წლის აგვისტოში თუ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ ირეაგირებდა, კოკოითის ე.წ. ძალებით მოხდებოდა მცირე ლიახვის ხეობის სოფლების აღება და საქართველოს შიგნით, მათ შორის, ჯარსა და პოლიტიკურ სპექტრში იქნებოდა დიდი პროტესტი, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უღალატა ქვეყანას, არ გამოიყენა ძალები, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები - ამბოხი, მუხროვანისნაირი, ოღონდ მეორე მხრიდან. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ისეთი შეთანხმება, რომელიც დატოვებს გზას შემდგომში შიდა არეულობისთვის უკრაინაში, რომ "ნახე, გვიღალატეს", მე მიმაჩნია სახიფათოდ, თუ არ არის მყარი დაცულობის განცდა. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას პოდკასტ შინაურ მიმოხილვაში

კომენტარები