რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის აკუნინი: ეს არის პუტინის რუსეთის დასასრულის დასაწყისი

წარმოშობით ქართველი რუსი მწერალი გრიგორ ჩხარტიშვილი, ცნობილი ფსევდონიმით ბორის აკუნინი, რუსეთის უკრაინაში შეჭრას "პუტინის უკანასკნელ თამაშად" აფასებს და მოუწოდებს რუსებს ქვეყნის უკეთესი სახის საილუსტრაციოდ გაერთიანდნენ

"თითქოს დისტოპიურ რომანში ვცხოვრობ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად ვშიშობ, რომ ბირთვული ომის რეალური საფრთხე არსებობს". - აღნიშნა მწერალმა BBC-სთან ინტერვიუში. 

აკუნინი დეტექტიური რომანების ცნობილი ავტორია. იგი 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. რუსეთის უკრაინაში განახლებული შეჭრის ფონზე კი აკუნინი საბჭოთა კავშირიდან კანადაში გაქცეულ მოცეკვავესთან, მიხეილ ბარეშნიკოვთან  და რუსეთიდან იძულებით წამოსულ ეკონომისტთან, სერგეი გურიევთან ერთად უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს.

"მართალია, ომის დასრულება არაა ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ჰუმანიტარულ კრიზისთან გამკლავებაში. უნდა გავერთიანდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ პუტინს, რათა საბოლოოდ - აღვადგინოთ ნორმალური რუსეთი". - აღნიშნავს აკუნინი. 

აკუნინის თქმით, თითოეული რუსი, რომელმაც სსრკ-ს დაშლის შემდეგ წარმატებას მიაღწია, იზიარებს პუტინის რეჟიმზე პასუხისმგებლობას  და ვალდებულია, გაუმკლავდეს არსებულ რეალობას. 

კომენტარები