რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპირებულმა, თვითაღიარებულმა ლუგანსკმა, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა აღიარა

ოკუპირებულმა, თვითაღიარებულმა ლუგანსკმა, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა აღიარა. განკარგულებას ხელი მარიონეტმა ლეონიდ პასეჩნიკმა მოაწერა ხელი. ეს საპასუხო ქმედებაა, მას შემდეგ რაც 26 თებერვალს, აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკები აღიარა. 

"აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, ისევე როგორც დონბასელებმა, იციან, რა რთულია მშობლიური მიწის დაცვა დამპყრობლებისგან, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დაცვა. რესპუბლიკისთვის რთულ, დაძაბულ დროს, აფხაზეთი, რუსეთის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა ჩვენი სახელმწიფოს მცხოვრებთა თავისუფლების სურვილს. აღიარა ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მოძმე ხალხი გულგრილი არ დარჩენილა ჩვენს რეგიონში ჰუმანიტარული მდგომარეობისა და მოსახლეობის უსაფრთხოების მიმართ. აფხაზეთმა მიიღო ლტოლვილები, ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვა".-  განაცხადა პასეჩნიკმა.

მარიონეტმა ბჟანიამ დე-ფაქტო მთავრობას დაავალა, "აღიარებულ რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების დასადებად" დაიწყონ მზადება. 

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა დონბასელ სეპარატისტებს სამხედრო დახმარებასაც ჰპირდება.  

კომენტარები