რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შს მინისტრი: რუსეთიდან იმაზე ნაკლები ადამიანია შემოსული, ვიდრე 2019-2021 წლებში

საზღვარი, რა თქმა უნდა, კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მაქსიმალური აქცენტი გვაქვს უსაფრთხოებაზე, როგორც მწვანე საზღვარზე, ისე - გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოსდა, უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი. ბევრად ნაკლებია.

2020 წელს მთლიანად დაკეტილი იყო. 2019-სა და 2021-ს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70%-ია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია.

ომის დაწყებიდან, 24-დან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, არის 20 000 ადამიანზე ოდნავ მეტი შემოსული, როცა, მაგალითად, 2019 წელს, 40 000 იყო შემოსული, ანალოგიურ პერიოდში.

აქედან ძალიან ბევრი შემოდის თურქეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა - ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც, გაჩერებული ფრენების გამო, ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავიანთ ქვეყნებში. უმეტეს შემთხვევაში, არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც სტამბულში, ანკარაში, ავტობუსებს ქირაობენ, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. რა თქმა უნდა, ამ ხალხის შემოსვლაც რუსეთის მოქალაქეების შემოსვლად ითვლება, თუმცა, ტოვებენ ქვეყანას და გადიან. ნახევარიც არ რჩება. დაახლოებით, თუ არ ვცდები, 3 000 ადამიანია, რომელიც შემოვიდა და ჯერ არ გასულა ამ ორ კვირაში

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

კომენტარები