რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ნავთობის მიტოვების შემთხვევაში ბარელის ფასმა, შესაძლოა, 300 დოლარს გადააჭარბოს

ალექსანდრ ნოვაკი

რუსეთის ვიცე პრემიმიერის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, რუსულ ნავთობზე უარი მსოფლიო ბაზრისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს, ფასმა შესაძლოა ბარელზე 300 დოლარს გადააჭარბოს.

მისი თქმით, შეუძლებელია რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება ევროპულ ბაზარზე და ამას ერთ წელზე მეტი დასჭირდება. ის აღნიშნავს, რომ რუსული ნავთობის აკრძალვა გამოიწვევს საწვავის, ელექტროენერგიის და გათბობის ფასების ზრდას ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

"აბსოლუტურად აშკარაა, რომ რუსული ნავთობის უარყოფა კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს მსოფლიო ბაზრისთვის. ფასების ზრდა არაპროგნოზირებადი იქნება - ბარელზე $300-ზე მეტი, თუ არა მეტი.

„ამავდროულად, შეუძლებელია ევროპულ ბაზარზე რუსული ნავთობის მოცულობის სწრაფად ჩანაცვლება, ამას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდება და ევროპელი მომხმარებლებისთვის გაცილებით ძვირი დაჯდება. ევროპელმა პოლიტიკოსებმა გულწრფელად უნდა გააფრთხილონ თავიანთი მოქალაქეები, მომხმარებლები, რა ელით მათ და რომ ფასები ბენზინგასამართ სადგურებზე, ელექტროენერგიაზე, გათბობაზე გაიზრდება. ეს გავლენას მოახდენს სხვა ბაზრებზე, მათ შორის ამერიკულზე".- ამბობს ის. 

ნოვაკმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში. მისივე თქმით, მოსკოვი შეშფოთებულია დასავლეთის განცხადებებით რუსული ნავთობზე უარის თქმის შესახებ. 

"თუ გსურთ უარი თქვათ რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე, გთხოვთ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ჩვენ გვესმის, სად შეგვიძლია ამ მოცულობების გადამისამართება. მხოლოდ კითხვა ჩნდება, ვინ ისარგებლებს ამით? და რატომ არის ეს საჭირო? რუსეთმა სრულად შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება და დღესაც, ყველა მოთხოვნა სრულდება, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა ხდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია დისკუსიებით და განცხადებებით ემბარგოს დაწესებისა და უარის თქმის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენ ასევე ვხედავთ უზარმაზარ ზეწოლას ჩვენს პარტნიორებზე, მოვაჭრეებზე, სატრანსპორტო კომპანიებზე, ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებზე".- ამბობს ნოვაკი. 

ამ საკითზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ევროპა ჯერჯერობით ვერ შეძლებს რუსული გაზისა და ნავთობის შეძენაზე უარის თქმას. ამის შესახებ მან ნიდერლანდებისა და კანადის პრემიერმინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა. 

 

კომენტარები