რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: საჭიროა რუსული ექსპორტისთვის ბოიკოტის გამოცხადება

უკვე 12 დღეა, რუსეთის სამხედრო აგრესიისგან თავს ვიცავთ. ჩვენ არ გვსურდა ეს ომი და მკვლელობები, თუმცა თავს დაგვესხნენ და ის ჩვენამდე მოიტანეს. მტერი ჩვენი მიწიდან და ცხოვრებიდან უნდა განვდევნოთ. თუ რუსეთმა გეგმა არ შეცვალა და სამხედრო აგრესია განაგრძო, ჩვენ დაგვჭირდება სანქციების ახალი პაკეტი. საჭიროა რუსული ექსპორტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, განსსაკუთრებით კი რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე უარის თქმა. მორალურად ეს მარტივად შესაძლებელია, როცა ტერორისტისთვის ფულის მიცემაზე უარს ამბობ.

თქვა ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები