რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დავითაშვილი: რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 20-25 000 ადამიანი შემოვიდა

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მტავრობის სხდომის დასრულებსი შემდეგ რუსეთის მოქალქეების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ კითხვები დაუსვეს. მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი მთავორბის სხდომაზე განიხილეს.  

ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდნენ თუ არა, რამდენმა რუსეთის მოქალქემ გადმოკვეთა საზღვარი და მიიღეს თუ არა ამაზე შს მინისტრისგან ინფორმაცია, დავითაშვილი პასუხობს რომ  ვახტანგ გომელაურს ექნება დეტაული ინფრომაცია, რომელსაც საზოგადოებას გააცნობს და სამინისტრო მალე გაავრცელებს. 

დავითაშვილის ინფრომაციით, საქართველოში, დაახლოებით 20-25 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. 

"შს მინისტრმა ამის თაობაზე ინფორმაცია მოგვაწოდა, მას უახლოეს ხანებში ექნება საჯარო გამოსვლა პარლამენტის ფორმატში და აქაც გააკეთებს უფრო დეტალურ ანგარიშს ამ საკითხებზე, რაც საზოგადოებას ან პოლიტიკურ ძალებს შეიძლება აინტერესებდეთ, თვითონ სამინისტროც გააკეთებს განცხადებას. ეს ინფორმაცია დასამალი არ არის, პირიქით, საინტერესოა.

საზოგადოებაში დავინახეთ, რომ საზოგადოებაში ძალიან ემოციურად არის ბევრი საკითხი აღქმული და აბსოლუტურად გვესმის, ამიტომ, მეტი ზუსტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. რიცხვები თუ არ ვცდები, არის დაახლოებით 20-25 ათასი ადამიანი. ეს არის დაახლოებით ის რანგი, რაც 2020 წელს იყო, ვიდრე პანდემიამდე შეზღუდვა იქნებოდა. 2021 წელს საერთოდ დაკეტილი იყო ყველანაირი მიმოსვლა, მკაცრი იზოლაციის რეჟიმი იყო პანდემიიდან გამომდინარე. ამიტომ, 2020 წელს დაახლოებით იგივე რანგია. ასე რომ, საუბარი იმაზე, რომ დიდი რაოდენობით ადამიანი საქართველოში ჩამოდის და ეს რისკების შემცველია, ეს ასე არ არის".- ამბობ სდავითაშვილი. 

მისივე თქმით, ეროვნების მიუხედავად, კანონიერად მიეცემათ საქმის კეთების საშუალება მათ, ვინც რეჟიმს გაურბიან. 

"საქართველო არის ერთ-ერთი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც არის ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის საინტერესო იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება".- ამბობს დავითაშვილი. 

 

კომენტარები