რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Anonymous: დავჰაკეთ რუსეთის სამთავრობო ტელევიზიები

მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული დაჯგუფების Anonymous-ის ცნობით, უკრაინის მხარდასაჭერად ჰაკერებმა რუსეთის სამთავრობო ტელევიზიები, მათ შორის რუსეთი 24, პირველი არხი და მოსკოვი 24, გატეხეს, რათა მაყურებლისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი ეჩვენებინა. 

ანონიმუსი დეცენტრალიზებული საერთაშორისო ჰაკტივისტური (ჰაკერულ-აქტივისტური) დაჯგუფებაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერებს, აქტივისტებსა და ჟურნალისტებს აერთიანებს. წლების განმავლობაში დაჯგუფების სამიზნე არაერთი სახელმწიფო, კომპანია, ბიზნესმენი თუ მაღალჩინოსანი გამხდარა. 


უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას კიბერ ომი გამოუცხადა

"Anonymous-ის გაერთიანება ოფიციალურად კიბერნეტიკულ ომშია ჩართული რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ". – წერია დაჯგუფების სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები