რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ხვალ ჩვენი ტერიტორიის, საწარმოების, თავდაცვითი ობიექტების დაბომბვის შესახებ. მათი უმეტესობა ათწლეულების წინაა აშენებული საბჭოთა ხელისუფლების მიერ. ახლა ისინი ჩვეულებრივი, ურბანული გარემოს ცენტრში მდებარეობენ. იქ ათასობით ადამიანი მუშაობს, მათ მიმდებარედ ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს. ეს არის მკვლელობა, განზრახ მკვლელობა.
დღეს ამაზე არ მსმენია რეაქცია მსოფლიოს არცერთი ლიდერისგან, არც ერთი დასავლელი პოლიტიკოსისგან. დაფიქრდით ოკუპანტების დაუსჯელობის გრძნობაზე. მათ დააანონსეს დაგეგმილი სისასტიკეზე, რატომ? იმიტომ, რომ არანაირი რეაქცია არ არის. იმედი მაქვს, ხვალ მაინც შეამჩნევთ ამას.





