რუსეთ-საქართველოს ფრენები

გავრილოვი: თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს არ გადაუხვევს, ფრენებს აღვადგენთ

კომუნისტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებზე პოზიციას არ შეიცვლის, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გავრილოვი რუსულ გამოცემა Regnum-ს ესაუბრა.

"ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსულ სანქციებს, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი". - თქვა გავრილოვმა.

უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის დაწესებული სანქციების პარალელურად, რუსეთი აპირებს, ქვეყანაში 15 ქართული მწარმოებლის რძის პროდუქტის ექსპორტი დაუშვას. ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიულმა საზედამხედველო სამსახურმა (როსსელხორნადზორმა) წამოაყენა წინადადება, რომელიც 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემას ეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 2019 წლის 8 ივლისს შევიდა ძალაში.

კომენტარები