უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკელ კონგრესმენებთან დაახლოებით ერთსაათინი ზუმშეხვედრა ჰქონდა. CNN-ის ცნობით, პრეზიდენტის ძირითადი მოთხოვნები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება, უკრაინის ცის არასაფრენ ზონად გამოცხადება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ზრდა იყო.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკას მხარდაჭერისთვის, მაგრამ, იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის პირისპირ, მნიშვნელოვანია მხარდაჭერის ზრდა.
ერთ-ერთმა სენატორმა CNN-თან აღნიშნა, რომ ზელენსკი მხარს უჭერს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას, ყველა კომერციული ტრანზაქციის შეჩერებას - როგორიცაა Visa და Mastercard. სენატორის განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტმა კანონმდებლებს თხოვა, რომ დაეხმარონ მეტი თვითმფრინავების შეძენაში, რომელსაც გაწვრთნილი უკრაინელი მფრინავები მოიხმარნენ.
ზარის დასასრულს ათობით დეპუტატმა მადლობა გადაუხადოს ზელენსკის და გამოხატა უკრაინისადმი მხარდაჭერა, ზოგიერთმა მათგანი უკრაინულ ენაზე - "დიდება უკრაინას" სკანდირებდნენ.





