რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, მალე ვეტყვით ჩვენს ხალხს – დაბრუნდით, საფრთხე აღარ არსებობს!

დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს - დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს. 

ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ - როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა. უკვე არსებობს შეთანხმება უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველადი გადაწყვეტილებებია. 

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, როგორიც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ. რუსეთის ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია თითქმის 10 000 დაღუპულს. საშინელებაა, რომ ისინი 18-20 წლის ჯარისკაცები არიან - თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი აუხსნეს, რატომ იბრძოდნენ და რატომ იყვნენ უცხო ქვეყანაში. რუსეთს შეეძლო, მათთვის მიეცა სხვა რამ, ნაცვლად სიკვდილისა.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. გაეროს ინფორმაციით, უკრაინა 1.2 მილიონზე მეტმა ლტოლვილმა დატოვა

კომენტარები