რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აკუნინი: არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი, რომელიც ერთხელაც გადააგდებს დანაშაულებრივ რეჟიმს

მე ვარ ქართველი, მაგრამ რუსი მწერალი. მე მიყვარს რუსეთი. ჩემთვის აუტანელია იმის ხილვა თუ რა ემართება მას ახლა, მაგრამ უფრო მძიმეა იმის ყურება, რასაც რუსეთი უკრაინას უკეთებს. სწორედ ამას ვგრძნობდი 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.

გემუდარებით უკრაინელებს, ქართველებს, ყველას, გახსოვდეთ – პუტინის სახელმწიფო და რუსეთი არ არის ერთი და იგივე. რუსეთი დაპყრობილია ბანდიტების ერთი დაჯგუფების მიერ, ის ტყვეობაშია. არსებობს მეორე, ნამდვილი რუსეთი – ის ცოცხალია, ის იბრძვის და ერთხელაც გადააგდებს ამ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ტყუილზე და შიშზე დგას.

ადამიანებს უნდა აერთიანებდეს არა მოქალაქეობა და ნაციონალური იდენტობა, არამედ საერთო შეხედულება სიკეთესა და ბოროტებაზე, ამ ყველაფერზე ნამდვილ, ცოცხალ რუსეთს, ზუსტად ისეთივე წარმოდგენა აქვს, როგორც თქვენ და ამიტომ, ჩვენ ერთად ვართ

წერს წარმოშობით ქართველი, რუსი მწერალი ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი), რომლის მიმართვაც რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე წაიკითხეს.

კომენტარები