რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი პუტინს: დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, მაგრამ არა 30 მეტრში – არ ვიკბინები

რა გინდა ჩვენგან? დატოვე ჩვენი მიწა. თუ ახლა არ გინდა უკრაინიდან გასვლა, დაჯექი ჩემთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან, მე თავისუფალი ვარ, მაგრამ არა 30 მეტრის მოშრობით, როგორც მაკრონთან, შოლცთან. მე მეზობელი ვარ! არ ვიკბინები. ნორმალური კაცი ვარ. დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე, რისი გეშინია? ჩვენ არავის ვემუქრებით, ტერორისტები არ ვართ, ბანკებს არ ვძარცვავთ, სხვის მიწებს არ ვატაცებთ.

ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ პრესკონფერენციიდან ზელენსკის სიტყვებს გამოცემა UNIAN-ი ტელეგრამზე ავრცელებს.

კომენტარები