რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: სანქციებს ნეიტრალურმა შვეიცარიამაც დაუჭირა მხარი, რას ელოდება ზოგიერთი ქვეყანა?

ნეიტრალურმა შვეიცარიამ დაუჭირა მხარი ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ – ნეიტრალურმა შვეიცარიამ! რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა?!

ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეუერთდნენ ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ერთი კვირის წინ ეყრდნობოდა. ეს არაჩვეულებრივი შედეგია. ახლა დარჩე ნეიტრალური – შეუძლებელია!

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს.

კომენტარები