რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: თუ NATO არ არის უკრაინის მისაღებად მზად, უნდა მოგვცენ უსაფრთხოების გარანტიები

Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თუ NATO არ იქნება მზად, უკრაინა ალიანში მიიღონ, მაშინ მას უსაფრთხოების გარანტიები უნდა მისცენ.

"თუ ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად, უკრაინა NATO-ში მიიღონ, რადგან რუსეთს არ სურს, რომ უკრაინა იყოს NATO-ს წევრი, მათ უნდა შეიმუშაონ საერთო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის".

ზელენსკიმ  განმარტა, რას გულისხმობს პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღებაში.

"ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ ტერიტორიული მთლიანობას, რომ ჩვენი საზღვრები დაცულია, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელთან, ჩვენ ვართ სრულად უსაფრთხოდ და ამ გარანტიებს კი სამართლებრივ დონეზე ვიღებთ". – აღნიშნა ზელენსკიმ

ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა NATO-ს, რუსეთისვის საჰაერო სივრცე ჩაკეტოს.

"საქმე არ ეხება NATO-ს ქვეყნების ომში ჩათრევას. სიმართლე ისაა, რომ ყველა უკვე დიდი ხანია ჩათრეულია ომში და ნამდვილად არა უკრაინის მიერ, არამედ რუსეთის მიერ - მიმდინარეობს სრულმასშტაბიანი ომი". – ამბობს ზელენსკიმ

"აუცილებელია, მოსახლეობის დაბომბვა მაინც შეჩერდეს, უბრალოდ შეჩერდეს დაბომბვა და შემდეგ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან". – დაამატა ზელენსკიმ

კომენტარები