რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კიევის სატელევიზიო ანძასთან ტერიტორიის დაბომბვას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

კიევის სატელევიზიო ანძასთან რუსეთის მიერ ტერიტორიის დაბომბვას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.

"მსოფლიოს: რა აზრი აქვს 80 წლის განმავლობაში "აღარასდროს" თქმას, თუ მსოფლიო მდუმარე რჩება, როდესაც ბომბი იმავე ბაბინ იარზე ჩამოვარდება? სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ისტორია მეორდება". – წერს ზელენსკი.

1941 წლის 29-30 სექტემბერს კიევში, ბაბინ იარის ტერიტორიაზე ნაცისტებმა 33 ათასზე მეტი ებრაელი მოკლეს.

კომენტარები