რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Amnesty International: რუსეთი უკრაინაში თავშესაფრების წინააღმდეგ კასეტურ ბომბებს იყენებს

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო თავშესაფრების წინააღმდეგ აკრძალულ კასეტურ ბომბებს იყენებს.

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ 25 თებერვალს რუსულმა ძალებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში საბავშვო ბაღს, რომელსაც სამოქალაქო პირები თავშესაფრად იყენებდნენ, კასეტური ბომბი ესროლეს. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 ბავშვი. ორგანიზაცია წერს, რომ რუსეთს დასახლებულ პუნქტებში კასეტური იარაღი ამ დრომდეც არაერთხელ გამოუყენებია.

ორგანიზაცია ადასტურებს, რომ სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა ურაგანის სარაკეტო სისტემის გამოყენებით საავადმყოფოს და საბავშვო ბაღს, რომლებსაც სამოქალაქო პირები თავს აფარებდნენ, კასეტური ბომბი ესროლეს. ორგანიზაციის შეფასებით, ეს სავარაუდო სამხედრო დანაშაულია.

"არავითარი გამართლება არ არსებობს დასახლებულ პუნქტებში აკრძალული კასეტური იარაღის გამოყენებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ მის სკოლასთან გამოყენებაზე". - თქვა ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანიეს კალამარმა.

კომენტარები