რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანქციების გამო, S&P GLOBAL-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგში შეამცირა

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა რუსეთის გრძელვადიანი საგარეო სავალუტო სუვერენული რეიტინგი BB+ დონიდან BBB-მდე შეამცირა, ხოლო ადგილობრივი სავალუტო რეიტინგი BBB ნიშნულამდე ჩამოაქვეითა

S&P-ს შეფასებით, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებულ სანქციებს აუცილებლად მოჰყვება ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე, სავარაუდოა, რომ ადგილობრივმა ბანკებმა და ორგანიზაციებმა ვალის მომსახურება დროულად ვერ შეძლონ, რაც საკრედიტო რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის. 

დასავლეთის მიერ უკვე დაწესებული სანქციების დიდი ნაწილი მიმართულია რუსეთის საბანკო და საფინანსო სექტორებზე, რაც რუსეთის ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები დაუწესდეს და საერთაშორისო ბანკთაშორისო სისტემიდან, SWIFT-დანაც გაირიცხოს. 

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას C ან D რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს.

კომენტარები