რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ღარიბაშვილი: ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება, მშვიდობას ეროვნული პოლიტიკით მივაღწიეთ

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო -  ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული პოლიტიკით და პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას.  

პარალელურად, ჩვენ მივაღწიეთ ყოველგვარი დანაკარგების, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, უვიზო რეჟიმსა და თავისუფალ ვაჭრობას. პარალელურად, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავასტაბილურეთ, მათ შორის, რუსეთთანაც მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას.

კომენტარები