რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი: აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს

უბრალოდ დაკვირვება იმაზე, რაც ხდება, მეტი აღარ შეგვიძლია. ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის შემდეგი გაფართოება, უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისების დაწყება, ჩვენთვის მიუღებელია.

საქმე, რა თქმა უნდა, თავად NATO-ს ორგანიზაცია არაა, ეს მხოლოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნაწილია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებზე, აღვნიშნავ, ჩვენსავე ისტორიულ ტერიტორიებზე, იქმნება მტრული ანტირუსეთი, რომელსაც გარე კონტროლის ქვეშ სვამენ, მათ NATO-ს ქვეყნები აძლიერებენ და ასაზრდოებენ, ტენიან ყველაზე თანამედროვე იარაღით. აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის, ეს ე.წ რუსეთის შეკავების პოლიტიკაა. აშკარა გეოპოლიტიკური დივიდენდები. ჩვენი ქვეყნისთვის კი, ეს საბოლოო ჯამში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენი, როგორც ერის, ისტორიული მომავლის საკითხი. და ეს გადაჭარბება არაა. ეს ასეა. ესაა რეალური საფრთხე არა უბრალოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ თავად ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის. ეს არის სწორედ ის წითელი ხაზი, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. ის მათ გადაკვეთეს.

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ვიდეომიმართვაში, რომელშიც უკრაინას ომი გამოუცხადა.

კომენტარები