ჩემპიონთა ლიგა 2021-2022

მანჩესტერ იუნაიტედი ესპანეთში მატჩისთვის რუსული ავიაკომპანიით არ გაფრინდა

უკრაინაში დაძაბულობის ფონზე, მანჩესტერ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის ესპანეთში რუსული ავიაკომპანიით - Aeroflot-ით არ გაფრინდა.

ინგლისურ კლუბს 2013 წლიდან Aeroflot-თან კონტრაქტი აქვს, რაც ევროპული მატჩებისთვის მათი ავიაკომპანიით სარგებლობას მოიცავს. ამჯერად, მანჩესტერ იუნაიტედი ატლეტიკო მადრიდთან გასამართი მატჩისთვის ბრიტანული ავიაკომპანიით - Titan Airways-ით გაფრინდება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა არჩია, რომ მადრიდში ოფიციალური პარტნიორის, Aeroflot-ით არ გაემგზავროს მადრიდში. აგრძელებს პარტნიორობას Aeroflot-თან - ავიაკომპანიასთან და არა რუსეთის მთავრობასთან, თუმცა ესპანეთში Titan Airways-ით გაემგზავრებიან", - წერს სპორტული გამოცემის, ESPN-ის ჟურნალისტი.

მადრიდისკენ Aeroflot-ი 22 თებერვალს, 4 საათზე უნდა გაფრენილიყო, თუმცა ფრენა გაუქმდა.

გამოცემა The Athletic-ის ცნობით, ინგლისური კლუბის გადაწყვეტილების შესახებ რუსული ავიაკომპანია საქმის კურსში იყო და მათი პარტნიორობა მომავალში შეუფერხებლად გაგრძელდება.

კომენტარები