საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა

ღარიბაშვილი: ჩვენი მთავარი ოცნება ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა

ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ დაღუპული გმირების, იუნკერების ნათელ ხსოვნას. ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ტრაგიკული მოვლენა ჩვენს ქვეყანაში მოხდა. სწორედ ამ ფაქტმა შეცვალა ქვეყნის მაშინდელი ისტორია. ამ დღეს სწორედ გმირმა ახალგაზრდებმა, იუნკერებმა დაგვიტოვეს მაგალითი, რომელიც დღესაც სახელმძღვანელოდ რჩება მრავალი თაობისთვის. ერთი საუკუნის შემდეგ ჩვენ დღეს ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ოცნება ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და აღდგენა. ამას, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევა და ერის გამთლიანება სჭირდება, რომლის გარეშე პრაქტიკულად მიუღწეველია თითოეული მოქალაქის ამ სურვილის ასრულება. უნდა გავაგრძელოთ იმ იდეალებისკენ სწრაფვა, რომელიც იუნკრების იყო. ეს გახლდათ ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველო. 

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

კომენტარები