პუტინის გუშინდელი გამოსვლა იყო მკაფიო დადასტურება იმისა, რომ ის ებრძვის სამეზობლოში ფაქტობრივად ყველა წარმატებულ სახელმწიფოს. მისი გზავნილი საბჭოთა კავშირის აღდგენასთან დაკავშირებით მიგვანიშნებ, რომ საქართველო რიგშია იმ ბოროტებასთან მიმართებაში, რაც პუტინს აქვს ჩაფიქრებული, ამიტომ მასთან ნებისმიერი სახით ენის მოჩლექით საუბარი იქნება სახელმწიფოებრიობისთვის დამაზიანებელი. აუცილებელია, რომ საქართველოს, უკრაინას და ყველა იმ ქვეყანას, რომლის პირად მტერსაც პუტინი წარმოადგენს, ჰქონდეს მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ამას არ შევეგუებით და ჩვენი ბრძოლის ხაზი გადის დღეს უკრაინასთან ცივილიზაციასა და ბოროტებას შორის, სადაც ჩვენი ადგილი მხოლოდ ცივილიზაციასა და დასავლეთისკენაა.
დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან
დამენია: მკაფიო გზავნილი უნდა გვქონდეს, რომ არ ვეგუებით და ბრძოლის ხაზი უკრაინასთან გადის
tbl.ge/5vaz
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა აღიარებაზე.
ამავე თემაზე
- სენატორი მარკო რუბიო: რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ახლა იჭრება
- ევროკავშირმა რუსეთის თავდაცვისა და ეკონომიკის მინისტრებს სანქციები დაუწესა
- უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ვებ-გვერდი დაჰაკეს, საიტი არ მუშაობს
- ბლინკენი: აშშ-მ უტყუარად დაინახა რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე
- მედია: რუსეთმა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარზე საჰაერო სივრცე ჩაკეტა