დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

პუტინი: უკრაინის NATO-ში დღესვე არმიღებით ჩვენ არ გვითმობენ, საკუთარ გეგმას მიჰყვებიან

მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვსაუბრობ ამ თემაზე და ამერიკელი კოლეგა მარწმუნებს, რომ უკრაინის მიღებას NATO-ში ხვალ არ აპირებენ, მეტიც, რომ შესაძლებელია რაღაც მორატორიუმიც, მაგრამ ისინი ხომ მიიჩნევენ, რომ უკრაინა დღეს მზად არ არის გასაწევრიანებლად? ამიტომ, ჩემი პასუხი იყო მარტივი: ჩვენ კი არ გვითმობთ რამეს, საკუთარ გეგმას ახორციელებთ, თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა მოიცადოთ და მოამზადოთ უკრაინა NATO-ში მისაღებად. ამ მორატორიუმს არა ჩვენთვის, არამედ საკუთარი თავისთვის აწესებთ, სად არის აქ ნაბიჯები ჩვენკენ?

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უშიშროების გაფართოებულ სხდომაზე.

კომენტარები