დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

MAXAR: თანამგზავრული ფოტოები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობას აჩვენებს

Maxar Technologies

კომპანია Maxar-ის მიერ გავრცელებული, 20 თებერვალს გადაღებული, ახალი თანამგზავრული ფოტოები უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების აქტივობის გაძლიერებას ასახავს.

Maxar-ის შეფასებით, რუსეთში, ბელოგრადის ჩრდილო-დასავლეთით და სოლოტის და ვალუეკის ახლოს შეინიშნება რუსეთის სამხედრო ძალების ახალი განლაგება. ეს ტერიტორიები 35 კილომეტრშია რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან.

"ეს აქტივობა განსხვავდება ქვედანაყოფების აქამდე შემჩნეულ განლაგებისგან. ბოლო დრომდე ისინი განლაგებული იყვნენ ან გარნიზონებთან და სასწავლო პოლიგონებზე ან მათ ახლოს. ახლა (კვირას) ქვედანაყოფების უმეტესობამ და აღჭურვილობამ სოლოტი დატოვა, მთელ რაიონში შეიმჩნევა სატრანსპორტო საშუალებების და ჯავშანტექნიკის გადაადგილების კვალი." - აღნიშნავს Maxar-ი.

სამხედრო ტექნიკის ნაწილი განლაგებულია ვალუეკში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით.

კომენტარები