დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

Lufthansa და Swiss Air კიევსა და ოდესაში ფრენებს შეაჩერებენ

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa და შვეიცარიული Swiss Air კიევსა და ოდესაში ფრენებს შეაჩერებენ. გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გაზრდილი საფრთხის გამო მიიღო, ძალაში დღეიდან შევა.

"მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო". - წერია გერმანული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, რომ ავიაკომპანიები ფრენებს თებერვლის ბოლომდე შეაჩერებენ. ამასთან, ორივე კომპანიის განცხადებაში წერია, რომ ისინი სიტუაციაზე დაკვირვებას განაგრძნობენ და მომდევნო გადაწყვეტილებას ადგილობრივ და საერთაშორისო მთავრობებთან თანამშრომლობის ფონზე მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ Lufthansa-ს გადაწყვეტილება, მხოლოდ კიევსა და ოდესას ეხება. კომპანია დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში ფრენებს განაგრძობს.

გასულ კვირაში, კიევში ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება ჰოლანდიურმა ავიაკომპანიამ KLM-მა მიიღო.

კომენტარები