ატლანტის ოკეანეში ათასობით ძვირადღირებული ავტომობილით დატვირთული გემი იწვის 

ატლანტის ოკეანეში ძვირადღირებული ავტომობილებით დატვირთულ გემს, რომელიც აშშ-ს მიმართულებით მიცურავდა, ცეცხლი გაუჩნდა, ეკიპაჟის 25-მდე წევრმა სამაშველო ნავით ხომალდი დატოვა. 

The New York Times-ის ინფორმაციით, სატვირთო გემის ბორტზე ათასობით ავტომობილია განთავსებული, მათ შორის, 1 100-მდე Porsche, 4 000-მდე Volkswagen და 200 Bentley.  
 
სატვირთო გემს ხანძარი 16 თებერვალს გაუჩნდა, მცდელობის მიუხედავად, ეკიპაჟმა მისი ჩაქრობა ვერ შეძლო.
 
კომპანია Volkswagen-მა დაადასტურა, რომ გემზე მათი წარმოების ათასობით ავტომობილია განთავსებული და ხანძარმა, სავარაუდოდ, მათი დიდი რაოდენობა დააზიანა. ზარალის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.  

კომენტარები