ახალშობილის განზრახ მკვლელობა

ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა

მთავარი არხი

ფოთში ახალშობილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ფოთი რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 

დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

სამართალდამცველებმა ქალი 14 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

პროკურატურის ცნობით, ქალმა ახალშობილი ჯერ გაგუდა, ხოლო შემდეგ საკანალიზაციო მილში ჩააგდო. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 10 თებერვალს, ფოთში, დ.კ.-მ, განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა".- აღნიშნულია განცხადებაში. 

შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა. 

 

კომენტარები