ბუნებრივი კატასტროფა

ბრაზილიაში მეწყერს და წყალდიდობას სულ მცირე 34 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ქალაქ პეტროპოლისში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობას სულ მცირე 34 ადამიანი ესმხვერპლა.

ქალაქში, სადაც წყალდიდობამ ასობით სახლი და ავტომობილები წაიღო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ქვეყნის არმიაც. 

პეტროპოლისი რიო-დე-ჟანეიროს შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რეგიონში მდებარეობს, სადაც ძლიერი წვიმით გამოწევეული მეწყერები ხშირია. ბუნებრივმა კატასტროფამ პეტროპოლისსა და მიმდებარე ქალაქებს ყველაზე დიდი ზიანი 2011 წელს მიაყენა, როდესაც მეწყერმა და წყალდიდობამ 900-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები