ბუნებრივი კატასტროფა

ტორნადოებმა აშშ-ს რამდენიმე შტატში 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა

cnn.com

10-11 ოქტომბერს შტორმისა და ტორნადოს შედეგად აშშ-ში რამდენიმე შტატი, მათ შორის, ილიონიოსი, მისური, არკაზანსი, ტენესი და კენტუკი დაზარალდა.

კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშერის თქმით, ამ დროის მონაცემებით გარდაცვილილია 50-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, გარდაცვლილთა საბოლოო რიცხვი შესაძლოა 70-დან 100-მდე იყოს.

30-ზე მეტმა ტორნადომ ყველაზე მეტად დააზარალა სანთლების ქარხანა კენტუკიში, ამაზონის საწყობი დასავლეთ ილინიოსში, სადაც მომსახურე პერსონალი ნაგებობის შიგნით მოექცა და მოხუცთა თავშესაფარი არკაზანსში.

7 დაზარალებულ შტატში 340 000-მდე მაცხოვრებელი ამ დრომე ელექტროენერგიის მიწოდების გარეშეა დარჩენილი, მათ შორის, 137 000-მდე ტენესიში, ხოლო 70 000-ზე მეტი ადამიანი კენტუკიში.

"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამაზარალებელი კატასტროფა და ყველაზე ბნელი დღე შტატის ისტორიაში". - ამბობს კენტუკის საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორი, მაიკლ დოსე.

NOAA Storm Prediction Center-ის თანახმად, დღეს საღამოს სამხრეთ აშშ-ს დიდ ნაწილში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი, კვლავ რჩება ძლიერი ქარისა და ტორნადოს საფრთხეც.

კატასტროფის შედეგად დაზარალებული კენტუკის ერთ-ერთი ქალაქის, მეიფილდის დრონით გადაღებული კადრები:

კომენტარები