2 აპრილის შუალედური არჩევნები

ზარქუა ჯაფარიძეზე: ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო, თუმცა, მეორედ იღებენ მასში მონაწილეობას

ეს მიუთითებს იმაზე, რომ რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ გაყალბდა და სისტემა უსამართლოა, ხედავთ, უკვე მეორედ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მიუთითებს, რომ ისინი აღიარებენ და სწორია, რომ აღიარებენ ამ სამართლიან საარჩევნო სისტემას. აგერ ბურთი და მოედანი, ისინი რუსთაველების წინაშე წარდგებიან და დაე, ღირსეულმა გაიმარჯვოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარტია ლელოს ერთ-ერთ ლიდერზე, ბადრი ჯაფარიძეზე საუბრისას. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, ის პარტიამ შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა

კომენტარები