თბილისის მერია

მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება

თბილისის მერია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების შეღავათიანი ბარათები დაიბლოკება. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ "უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს".

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე. წ. გამტარებლებს, რომლებიც რიგით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას და სამაგიეროდ, მათგან  ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას".- ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა  კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას  წარმოადგენს და უკანონობის გამოვლენის შემთხვევაში, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის  სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის  სრული უფლება აქვს. 

კომენტარები