მუხიანის დასახლება

მუხიანის დასახლებაში კაცის ცხედარი იპოვეს

მუხიანის დასახლებაში კაცის ცხედარი იპოვეს - ამის შესახებ ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი დღეს, 14 თებერვალს, დილით იპოვეს.

გამოძიება, სავარაუდოდ, 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კომენტარები