გერმანია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

Imago Images / Metodi Popow

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ფედერალურ კრებაზე შტაინმაიერს მხარი ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის წევრების 77%-მა დაუჭირა.

კენჭისყრის შემდეგ შტაინმაიერმა დემოკრატიის ხელშეწყობასა და უკრაინაში ომის საფრთხეებზე ისაუბრა.

"ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის შუაგულში სამხედრო კონფლიქტის საფრთხის ქვეშ ვიმყოფებით. ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. მივმართავ პუტინს, უკან დაიხიონ სამხედრო დანაყოფებმა და ჩვენთან ერთად მოძებნეთ გზა, რომელიც ევროპაში მშვიდობას დაიცვას". – თქვა შტაინმაიერმა.

66 წლის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრია. იგი ანგელა მერკელის კანცლერობის პერიოდში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. DW-ს ცნობით, საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ გერმანელთა 85% მის მუშაობას დადებითად აფასებს. მას მხარს უჭერს როგორც მმართველი კოალიცია, ისე ძირითადი ოპოზიციური პარტიები.

კომენტარები