ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 15 თებერვლამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტორ ცნობით, 13 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 14 თებერვალს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოიღრუბლება, აცივდება და მოთოვს. საქართველოს ზოგიერთ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 12-13 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი.

კომენტარები