აშშ-ს მოქალაქის გაუჩინარება

თბილისში რამდენიმე დღეა ამერიკის მოქალაქეს ეძებენ

თბილისში რამდენიმე დღეა ამერიკის მოქალაქეს ეძებენ. ალექს ლოიოსი ახლობლებს ბოლოს 7 თებერვალს დაუკავშირდა, ხოლო 9 თებერვალს ახლობელმა ტაქსის მძღოლმა ნახა. ინფორმაციას აშშ-ს მოქალაქის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელდება. ალექს ლოიოსის ახლობლების ცნობით, მისი დაკარგვის შესახებ ცნობილია საელჩოსთვისაც.

"სასტუმროში მოვიდა 3 თებერვალს. 3-დან 7 თებერვლამდე სულ ნომერში იყო, არ გამოდიოდა. 7-ში ადმინისტრატორმა დამირეკა, რომ სტუმარი გარეთ წევს, ვერ ვაღვიძებთ, რომ შიგნით შემოვიდესო. მე დავავალე, რომ პატრული გამოეძახებინათ. საპატრულომაც რომ ვერ გამოაფხიზლა, გამოვიძახეთ სასწრაფო. მათაც რომ ვერაფერი გააკეთეს, წაიყვანეს კლინიკაში. კლინიკაში გამოაფხიზლეს. მეორე დღეს მოვიდა, თავისი ნივთები გავატანეთ და გავუშვით". – ამბობს ფორმულასთან სატელეფონო საუბარში სასტუმროს მეპატრონე, სადაც ალექს ლოიოსი რჩებოდა.


განახლება – აშშ-ს დაკარგული მოქალაქე იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს.


 

კომენტარები