გალ გადოტი

ქუვეითში გალ გადოტის გამო ფილმი სიკვდილი ნილოსზე აიკრძალა

Den of Geek

აგათა კრისტი დეტექტიური რომანის ახალი ეკრანიზაცია ქუვეითის ხელისუფლების გადაწყვეტილებით აიკრძალა. 

გალ გადოტი მსახიობობამდე ისრაელის ჯარში მსახურობდა. სწორედ მისი სამხედრო წარსული გახდა აკრძალვის მიზეზი. რამდენიმე წლის წინ იგივე მიზეზით ქუვეითში კინოგაქირავებიდან მოიხსნა ქალი საოცრება.

ქუვეითმა სხვა არაბულ ქვეყნებსაც ფილმის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ეგვიპტის კინოთეატრებში, სადაც ხდება სურათის მოქმედება სიკვდილი ნილოსზე შეზღუდვის გარეშე გადის. 

სიუჟეტის ცენტრში კვლავ გამომძიებელი ერკიულ პუაროა, რომელიც ამჯერად სამგზავრო გემზე მომხდარ მკვლელობას იძიებს. ფილმში მთავარ როლებს კენეტ ბრანა, ანეტ ბენინგი, რასელ ბრენდი და არმი ჰამერი ასრულებენ.

სიკვდილი ნილოსზე საქართველოს კინოთეატრებში 10 თებერვალს გამოვა.

კომენტარები