ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს 1.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს ნაწილია წვრთნისა და აღჭურვის მიმდინარე მრავალწლიანი პროგრამის, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო ხელმძღვანელობს.
"შეერთებული შტატები აქტიურად ეხმარება საქართველოს მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და მათგან გამოწვეულ საფრთხეებზე რეაგირების უნარის განვითარებაში [...]
აღნიშნული ემატება აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ძალისხმევას, ქართველ პარტნიორებთან ერთად ხელი შეუშალოს ამ იარაღების, მათთან დაკავშირებული მასალისა და სისტემების გავრცელებას.
უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში თანამშრლობლობის სხვა პროექტებთან ერთად ეს ყოველივე აძლიერებს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და გააუმჯობესოს შავი ზღვის რეგიონის საერთო უსაფრთხოება". – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.