კივილი

კივილის მეექვსე ნაწილზე მუშაობა ოფიციალურად დაწყებულია

IndieWire

კინოსტუდიები Spyglass Media Group და Paramount კივილის ახალი ნაწილზე მუშაობას იწყებენ. გადაღებები 2022 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

მეექვსე ნაწილზე, მეხუთე კივილის ავტორები, რეჟისორები ტაილერ ჯილეტი და მეთიუ ბეტინელი იმუშავებენ. ამ ეტაპზე უცნობია დაუბრუნდებიან თუ არა მთავარ როლებს მსახიობები ნივ კემპბელი, კორტნი კოქსი და დევიდ არკეტი.

"სასიამოვნოა მუშაობა ახალ რეჟისორებთან, რომლებიც უესისა და კევინის (ორიგინალი ფილმების რეჟისორი უეს კრეივენი და სცენარისტი კევინ უილიამსონი) მემკვიდრეობას ასე ოსტატურად აგრძელებენ. ეს არის საუკუნის მოვლენა და გვიხარია, რომ ფრენჩაიზს კიდევ ერთი ნაწილი შეემატება". – წერია სტუდიების ერთობლივ განცხადებაში.

კივილის ამ ეტაპზე ბოლო, მეხუთე ნაწილი იანვარში გამოვიდა. 25-მილიონიანი ბიუჯეტით სურათმა კინოგაქირავებაში 100 მილიონზე მეტი მოაგროვა. ჰორორმა როგორც მაყურებლების, ისე კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღო. 

კივილი 5 ამ დროისთვის საქართველოს კინოთეატრებში გადის.

კომენტარები