NATO-ს გამანადგურებლებმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე მფრინავი რუსული ბომბდამშენები გააძევეს

ბრიტანულმა და ნორვეგიულმა ავიაგამანადგურებლებმა ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავი რამდენიმე რუსული ბომბდამშენი და მზვერავი თვითმფრინავი გააძევეს. ინფორმაციას NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.

"ბრიტანული და ნორვეგიული ავიაგამანადგურებლები ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავ რამდენიმე რუსულ ბომბდამშენსა და მზვერავ თვითმფრინავს აედევნენ და მიმართულება შეაცვლევინეს. ყველა ურთიერთქმედება უსაფრთხო და პროფესიონალური იყო". - წერს ალიანსის პრესსპიკერი.

როგორც ალიანსის ავიაციის ვებგვედზე წერია, კოლის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთის ზღვისკენ დაძრული თვითმფრინავები ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა შეამჩნია. ამის შემდეგ კი ნორვეგიულმა მხარემ ფინმარკის სანაპიროდან F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა, რომლებმაც რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავების იდენტიფიცირება და დაჩრდილვა მოახდინეს. შედეგად, რუსული თვითმფრინავების ჯგუფი ორად გაიყო, მათი ნაწილი რუსეთის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა, მეორე ნაწილმა კი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთით განაგრძო მოძრაობა.

კომენტარები