საქართველო-რუსეთი

კანდელაკი ჰილის შეფასებაზე: ნეიტრალურ-მარგინალური საქართველოს მდგომარეობის ზუსტი აღწერაა

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევროპის ყოფილი დირექტორის, კვლევითი ცენტრ Brookings Institution-ის მკვლევრის, ფიონა ჰილის შეფასებას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აიძულა მოსკოვმა საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები უფრო დაახლოებოდნენ რუსეთს.

"ამერიკის კონგრესის ჰელსინკის კომისიაში გუშინ გამართულ მოსმენაზე ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევროპის ყოფილმა დირექტორმა, ფიონა ჰილმა თქვა, რომ რუსეთმა მოახერხა, უკრაინის გარდა ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ეიძულებინა, რომ ან მასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებში შესულიყვნენ და ან "უფრო ნეიტრალურ-მარგინალურები" გამხდარიყვნენო. ამ უკანასკნელის უმთავრეს მაგალითად კი საქართველო მოიყვანა. "ნეიტრალურ-მარგინალური" – საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის ზუსტი აღწერაა". – წერს გიორგი კანდელაკი.

ჰილის თქმით, ბოლო წლებში რუსეთმა წარმატებით შეძლო რეგიონში დომინანტურ პოლიტიკურ ძალად და უშიშროების გარანტორად თავის დამკვიდრება. მისვე თქმით, მხოლოდ უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა შეძლეს მოსკოვის გავლენს გარეთ დარჩენა. ჰილმა აღმნიშნა, რომ კიევის რუსეთის ორბიტაში დაბრუნება მოსკოვისთვის და ვლადიმირ პუტინისთვის "დაუსრულებელი საქმეა".

ფიონა ჰილი აღნიშნავს, რომ რუსეთი ხშირად იყენებს მიხეილ სააკაშვილის მაგალითს, 2021 წლის ნოემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააფრთხილა სააკაშვილის ბედის გაზიარების რისკებზე. ჰილმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსეთი ზელენსკის მთავრობის პრორუსული ხელისუფლებით ჩანაცვლებას გეგმავს.

კომენტარები