დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი: რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტი გარდაუვალი არ არის

პირველ რიგში, კონფლიქტი გარდაუვალი არ არის, დიპლომატიისთვის დრო და სივრცე ჯერ კიდევ რჩება. აშშ-მ და პარტნიორმა სახელმწიფოებმა რუსეთს შესთავაზეს კრიზისიდან გამოსვლის და უსაფრთხოების გზა. თავდაცვის დეპარტამენტი კი განაგრძობს ამ დიპლომატიური ძალისხმევის მხარდაჭერას. 

მეორე, აშშ ერთგული რჩება უკრაინის და განაგრძობს მისი უსაფრთხოების მხარდაჭერას. 2014 წლის შემდეგ, უსაფრთხოების მხარდაჭერის პროგრამით აშშ უკრაინას 2.7 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა. 

მესამე, აშშ იდგება NATO-ს წევრი მოკავშირეების მხარდამხარ, რაც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოების გაძლიერებას გულისხმობს. როგორც იცით, ჩვენ ამ კვირას გავგზავნეთ ათასობით ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან. თუკი NATO საპასუხო ძალას აამოქმედებს, ეს ჯარისკაცები მოქმედებისთვის მზად იქნებიან.

თქვა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.
 

კომენტარები