როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტის ინიციატივა დაკავშირებულია რაღაც ზოგად დისკუსიასთან. რომც ვცადო ვიყო პოზიტიურად განწყობილი, რომ მართლა ხედავს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ფავორიტია და მისი არჩეულია, ერთ-ერთი მიზეზია ამ კრიზისისა სწორედ ის, თუ როგორ იქნა არჩეული, მაგრამ ვთქვათ, პოზიტიურად განვეწყოთ, რომ უნდა, მას არ აქვს არც რესურსი, არც საკმარისი ნება, რომ თვითონ იმოქმედოს. აქ საუბარია ზოგად დისკუსიაზე. ევროპული საქართველო თავიდანვე ამას ამბობდა და გვიკვირდა, როცა სხვებს იმედი ჰქონდათ რაღაც გარღვევის, როცა თავად პრეზიდენტი პატიოსნად გვეუბნებოდა, რომ ეს არ შედის არც მის ამოცანებში, შესაძლებლობებსა და მიზნებში, ეს მან დღეს დაადასტურა.
პოლიტიკური კრიზისი
ბოკერია ზურაბიშვილზე: თავად თქვა, რომ არ აქვს შესაძლებლობა – ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით
tbl.ge/5ucn
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს ე.წ ეროვნული თანხმობის შესახებ.
ამავე თემაზე
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა
- ჯაფარიძე: პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო, ოცნებამ თავზე დაგვახია ყველა პირობა
- დარჩიაშვილი: ამ ქვეყნის გადარჩენა მარტო მიშას გზითაა შესაძლებელი