დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ბატონი ღარიბაშვილის სახით, რომელიც არის პატრიოტი, ვაჟკაცი, საქმეზე უაღრესად ორიენტირებული და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ინტერესების დამცველი ნამდვილად ღირსეული პრემიერი. ეს მე მესმის რომ ოპოზიციას აღიზიანებს, მე მესმის, რომ იმ ძალებს რომელიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ და აღიზიანებს ქვეყნის განვითარება მათთვის არის მიუღებელი. ამიტომ ის კვლევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ერთია, მეორეა, ქვეყნის საზოგადეობის და ამომრჩევლის განწყობა რაც კარგად დავინახეთ და გამოჩნდა, სხვათა შორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ არჩევნებზე.
tbl.ge/5uaf
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილზე. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლების მიხედვით, პრემიერმინისტრის საქმიანობის შეფასება გაუარესდა.
ამავე თემაზე
- NDI: საზოგადოების 44% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
- NDI: საზოგადოების 64%-მა არ იცის, ან არ ასახელებს თავის შეხედულებებთან ახლოს მდგომ პარტიას
- NDI: უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო EU-ს დაშორდა
- სააკაშვილი NDI-ზე: იდეალური ნიადაგია მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშეს ჩასანიშნად
- NDI: მთავრობის საქმიანობას ცუდად 52% აფასებს, პრემიერის – 35%, პარლამენტის – 46%