დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კანდელაკი: პირველ რიგში, საქართველო უნდა იყოს უკრაინის გვერდით წინა ხაზზე

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო და უკრაინა არის განუყოფელი, რატომ ვართ აქ? ჩვენი გზავნილი არ არის მხოლოდ სოლიდარობის გზავნილი უკრაინის მიმართ, ჩვენი გზავნილი არის ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების მიმართაც.

აქ მარტო მორალურ მხარეზე არ არის საუბარი, ან იმაზე, რომ მაგალითად, 2008 წელს პრეზიდენტი იუშენკო იდგა რუსთაველის გამზირზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მაშინ უკრაინამ საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაზე, არც იმაზე, რომ 1993 წელს უკრაინელმა პილოტებმა გამოიყვანეს ათასობით ადამიანი, დევნილები აფხაზეთიდან, სადაც რუსეთის ფედერაციამ დაატრიალა სისხლის კალო. 

აქ საუბარია ჩვენს პრაგმატულ და სასიცოცხლო ინტერესზე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ დეოკუპაციის შანსი, თუ ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ თავისუფალ სამყაროში გაწევრიანების და სამშვიდობოზე გასვლის შანსი, ახლა უნდა ვიყოთ როგორც ქვეყანა აქტიური, ოღონდ აქტიური უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, ეს სჭირდება ახლა საქართველოს, იმდენად სერიოზული და მძიმეა ვითარება.

ეს რა თქმა უნდა, გულისხმობს, ვინც ფორმალურად არის მთავრობის მეთაური, ის უნდა იყოს ახლა კიევში და რაც მთავარია, საქართველო უნდა გამოდიოდეს უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთობლივი მოქმედებით უკრაინასთან ერთად, მხოლოდ ეს ჩაითვლება რამის კეთებად და სხვა არაფერი,  ყველაფერი სხვა იქნება უბრალოდ იმიტაცია მუშაობის და ორთქლის გამოსვლა.

ამიტომ აქ საუბარია, ჩვენ რა გვჭირდება და არა იმაზე, რა სჭირდება უკრაინას. უკრაინის გვერდით ისედაც ბევრი ქვეყანაა, მაგრამ საქართველოც უნდა იყოს პირველ რიგში წინა ხაზზე, მათ შორის იმიტომაც, რომ რუსეთის თავხედური მოთხოვნები ეხება საქართველოს ნატოში არგაწერვრიანებასაც 

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები