პოლიციელების ძალადობა

ხოშტარია: პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით

ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს კაცმა არ იცის.

ჩვენ კი არ უნდა გვისწავლოს "ოცნებამ", რომ გავალთ, წამოვალთ, დაგვავიწყდება. უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ, 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.

წულუკიანი რასაც კულტურის სფეროში აკეთებს, პირდაპირ კავშირშია ძალადობის და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილებს რაც სჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობას და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა.

არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით. მე პირობას ვდებ, დევნილების, კულტურის და შშმ პირის ამბავზე არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები, დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ახლაც და სამომავლოდაც!

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია მეტროსადგურ ისანში პოლიციელების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნის ცემის საქმეზე. მომხდარზე 2 პოლიციელია დაკავებული

კომენტარები