ტიერი მუგლერი

ტიერი მუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფრანგი დიზაინერი, ტიერი მუგლერი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“მუგლერის სახლი ღრმა სინანულით ადასტურებს ტიერი მუგლერის გარდაცვალება. ხედვის მქონე ადამიანი, რომლის წარმოსახვამ, როგორც კუტურიესი და პარფიუმერის, შთააგონა ადამიანები მსოფლიოს გარშემო, რათა ყოფილიყვნენ უფრო გულადები და ყოველ დღე უფრო მეტისთვის ეოცნებათ”, - წერს მოდის სახლი.

ტიერი მუგლერმა პირველი პერსონალური კოლექცია 1973 წელს შექმნა, 1974 წელს კი უკვე ტიერი მუგლერის მოდის სახლი დაარსა. იგი ცნობილი იყო თავისი ჩვენებების სანახაობად გარდაქმნისთვის

”ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მხოლოდ მოდა არასდროს იყო საკმარისი და ის წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მუსიკალურ და თეატრალურ გარემოში”, - თქვა რამდენიმე წლის წინ მუგლერმა.

გარდა დიზაინერობისა, ის დაკავებული იყო ფოტოგრაფიითა და რეჟისურით.

კომენტარები